პავლე ცაძიკიძე

ქართველი ვეტერინარი, იურისტი, პოლიტიკოსი

პავლე ცაძიკიძე (დ. 27 ივნისი, 1960, ახმეტის რაიონი[1]) — ქართველი ვეტერინარი, იურისტი, პოლიტიკოსი.

პავლე ცაძიკიძე
დაბადების თარიღი 27 ივნისი, 1960 (1960-06-27) (64 წლის)
დაბადების ადგილი ახმეტის მუნიციპალიტეტი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი და თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი. 1977-1978 წლებში ზემო ალვანის მეურნეობის მუშა. 1982 წელს ვლადიკავკაზის გორსკის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი. 1982-1984 წლებში ვლადიკავკაზის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ლაბორანტი. 1987 წელს ვლადიკავკაზის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის უფროსი პრეპარატორი. 1987-1989 წლებში ჩრდილოეთ ოსეთის გადამამუშავებელი საამქროს უფროსი. 1989-1990 წლებში გორსკის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი. 1990-1992 წლებში საქართველოს ზოოვეტერინარული ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი. 1992-2000 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს განყოფილების უფროსი. 2000-2002 წლებში ახმეტის რაიონის გამგებელი. 2002-2004 წლებში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (ახმეტის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ახალი საქართველოსთვის“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება