პავლე ტაგანროგელის კელია

პავლე ტაგანროგელის კელია (რუს. Келья святого Павла Таганрогского) — წმინდან პავლე ტაგანროგელის სახლი ან კელია. მდებარეობს ქალაქ ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მისამართი ტურგენევის შესახვევი № 82. პავლე ტაგანროგელის კელია მდებარეობს ტაგანროგის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესის ახლოს და წარმოადგენს მომლოცველთა შორის პოპულარულ მოსალოც ადგილს ქვეყნის ყველა კუთხიდან.

პავლე ტაგანროგელის კელია
რუს. Келья святого Павла Таганрогского
კოორდინატები 47°12′09″N 38°55′44″E / 47.202368° ჩ. გ. 38.928825° ა. გ. / 47.202368; 38.928825
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
ტიპი კელია

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანმა, პავლე ტაგანროგელმა აღნიშნულ შენობაში უამრავი წელი გაატარა. წმინდანი დაიბადა ჩერნიგოვის გუბერნიაში 1792 წელს, აზნაურის ოჯახში. ზრდასრულ ასაკში, დიდი ხნის განმავლობაში მოგზაურობდა წმინდა ადგლებში. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა სამუდამოდ დასახლებულიყო ტაგანროგში.

სახლს სადაც ცხოვრობდა პავლე ტაგანროგელი ჩვეუებრივ უწოდებენ „პავლე ტაგანროგელის კელიას“. სახლს არასოდეს ჩატარებია რემონტი და კედლები, ხატები, თიხის ჭურჭელი და ავეჯი წარმოადგენს იმ ეპოქის ისტორიულ მასალას, რომელშიც ცხოვრობდა წმინდანი პავლე ტაგანროგელი. კელიის ეზოში მდებარეობს ძველი ჭა, რომელიც ხალხური გადმოცემით, აკურთხა თავად იოანე კრონშტადტელმა (რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი). ცნობილია, რომ პავლე ტაგანროგელი ზოგჯერ სტუმრობდა წმინდა ადგილებსა და წყაროებს, საიდანაც მოჰქონდა წმინდა წყალი და ასხავდა თავად ამ ჭაში[1].

1999 წლის 20 ივნისს რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოახდინა პავლე ტაგანროგელის კანონიზაცია. რელიქვიები, რომლებიც დაკავშირებული იყო წმინდანთან, კელიიდან გადაიტანეს ტაგანროგის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესიაში[2].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Энциклопедия Таганрога / Гл. ред. В. И. Тимошенко. — 2-е изд., перераб. и доп. — Ростов н/Д: Ростиздат, 2003. — 510, [1] с. : ил., [4] л. ил., портр., карт. — 3000 экз. — ISBN 5-7509-0662-0.