ტაგანროგის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია
ტაგანროგის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია (რუს. Церковь Николая Чудотворца) — მართლმადიდებლური ტაძარი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას.
ტაგანროგის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 47°12′06″ ჩ. გ. 38°56′26″ ა. გ. / 47.20167° ჩ. გ. 38.94056° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
პროვინცია | როსტოვის ოლქი |
ადგილმდებარეობა | ტაგანროგი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1777-1778 |
ისტორია
რედაქტირება1777 წელს აზოვის ფლოტის მხედართმთავარმა და ტაგანროგის პორტის კონტრ-ადმირალმა თეოდორ კლოკაცევმა განცხადებით მიმართა მთავარეპისკოპოს ევგენის, რომ სურდა ტაგანროგის „საზღვაო კვარტალში“ ტაძრის აგება ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე.
1778 წელს ტაძარი უკვე აკურთხეს, მალევე იგი გახდა საკათედრო ტაძარი, სანამ ააგებდნენ მიძინების ტაძარს. ეკლესიის პირველ წინამძღვრად დანიშნეს მღვდელი ვორონეჟის ეპარქიიდან ისიდორ ლიახნიცკი. ტაძარი ააგეს მეზღვაურებმა და მისი მრევლიც ძირითადად მეთევზეები იყვნენ.
1844 წელს ააშენეს ხის სამრეკლო. 1865 წელს ეკლესიის მამასახლისმა განცხადებით მიმართა ქალაქის მმართველობას უსასყიდლოდ გამოეყო მიწის ნაკვეთი სახლის ასაშენებლად, სადაც განთავსდებოდა სკოლა და სასულიერო პირების ოთახები.
1845 წელს ეკლესიას მიაშენეს სამიარუსიანი აგურის სამრეკლო წმინდა დიდმოწამე პარასკევას სახელზე, რომელსაც მოგვიანებით მიაშენეს სატრაპეზო. სამრეკლოც და სატრაპეზოც აგებულია ამპირის სტილში.
ყირიმის ომის დროს 1855 წლის 22 მაისს ქალაქი ტაგანროგი დაიბომბა, რისი მტკიცებულებაც დარჩა ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე.
მეორე მსოფლიო ომის დროს ეკლესიის ხის ნაწილი მთლიანად დაიწვა. 1957 წელს სამრეკლოს ზედა იარუსი ააფეთქეს. 1990 წელს აღდგა სახელმწიფოს ფინანსებით.