პავლე მტბევარი
პავლე მტბევარი — ტბეთის ეპისკოპოსი, მოღვაწეობდა XII საუკუნეში.
მისი დაკვეთით გადამწერმა იოვანე ფუკარალისძემ შექმნა ტბეთის II ოთხთავი. იგი ტბეთის მონასტრისათვის გადაწერილი მეორე სახარებაა (იხ. ტბეთის I სახარება). პავლე მტბევარი ოთხთავის ანდერძში განმარტავს, რომ ძველი ხელნაწერი ასომთავრულით იყო შესრულებული და რთულად იკითხებოდა, ამიტომაც გახდა საჭირო ახალი, ნუსხურად ნაწერი ოთხთავის შექმნა[1]. ტბეთის II ოთხთავი დათარიღებულია 1161-1165 წლებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ტაო-კლარჯეთი, ხელნაწერი მემკვიდრეობა, თბილისი, ბათუმი, 284-6-82012, გვ. 19. ISBN 978-9941-9284-6-8
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კ. დანელია, ზ. სარჯველაძე, ქართული პალეოგრაფია, თბილისი, 1997, გვ. 219