პავლე მილიუკოვი
პავლე მილიუკოვი (დ. 15 იანვარი, 1859, მოსკოვი — გ. 31 მარტი, 1943, საფრანგეთი) — რუსი პოლიტიკოსი და ისტორიკოსი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1882 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. 1886 წლიდან იქვე მუშაობდა პრივატ-დოცენტად. 1894 წელს სტუდენტთა მოძრაობასთან კავშირისთვის გაათავისუფლეს უნივერსიტეტიდან და გადაასახლეს რიაზანში. რამდენიმე წელს იყო საზღვარგარეთ. 1905 წელს დაბრუნდა სამშობლოში და ჩაება ლიბერალურ მოძრაობაში. იყო კადეტთა პარტიის ერთ-ერთი ორგანიზატორი და თავმჯდომარე 1907 წლიდან. არჩეული იყო მე-3 და მე-4 მოწვევების სახელმწიფო სათათბიროში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაიკავა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი. აპრილში ანტანტის ქვეყნებს გაუგზავნა ნოტა,, სადაცადასტურებდა რუსეთის მზადყოფნას, პირველი მსოფლიო ომი მიეყვანა გამარჯვებამდე. ნოტამ გამოიწვია ჯარისკაცთა პროტესტი, აპრილის კრიზისი და მილიუკოვის გადადგომა. 1920 წლიდან იყო ემიგრაციაში, ცხოვრობდა ლონდონსა და პარიზში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 697-698.