პავლე დეკანოზი
პავლე დეკანოზი – XV საუკუნის ქართველი სასულიერო პირი, მწიგნობარი. მას მოუხდენია მაკარი მესხის მიერ სირიულიდან თარგმნილი „პეტრე იბერიელის ცხოვრების“ რედაქტირება („გადამივრცელებია შესავლითა და სასწაულთა მიწყობითა და ბოლოჲს კეთილად დასრულებითა“). პეტრეს ცხოვრების მოკლე სვინაქსარული რედაქცია, რომელიც შემდგომ ვახტანგ VI-ს „ქართლის ცხოვრებაში“ შეუტანია, პავლე დეკანოზის ნაშრომიდანაა გაკეთებული.