პავლე განი (დ. 1793 — გ. 1862) — რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მოხელე, წარმოშობით კურლანდიელი ბარონი, სარგებლობდა ნიკოლოზ I-ის დიდი ნდობით. 1837 წლის ზაფხულში გაგზავნეს საქართველოში. მან შეადგინა საქართველოს მმართველობის პროექტი რუსული ტრაფარეტის მიხედვით. 1840 წლის 10 აპრილს განი პროექტის საფუძველზე იმპერატორმა დაამტკიცა სარეფორმო დებულება, რომელიც 1841 წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში, თუმცა ადგილობრივ პირობებთან შეუსაბამობის გამო კრახი განიცადა. განის ადმინისტრაციული რეფორმა კავკასიაში ფეოდალური წყობილების და კოლონიური პოლიტიკის განმტკიცებას ემსახურებოდა.

ლიტერატურა

რედაქტირება