პავლე ვასილის ძე აბროსიმოვი (რუს. Па́вел Васи́льевич Абро́симов; დ. 14 (27) დეკემბერი1900 — გ. 21 მარტი, 1961, მოსკოვი) — რუსი საბჭოთა არქიტექტორი. სსრკ მშენებლობისა და არქიტექტურის აკადემიის ნამდვილი წევრი (1956), სსრკ-ის არქიტექტორთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანი (1955–1961), საერთაშორისო არქიტექტორთა კავშირის აღმასკომის წევრი (1957). სკკპ წევრი 1944 წლიდან.

პავლე აბროსიმოვი
დაბ. თარიღი 14 (27) დეკემბერი, 1900
დაბ. ადგილი სვობოდა
გარდ. თარიღი 21 მარტი, 1961(1961-03-21)[1] (60 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი[1]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა არქიტექტორი
ალმა-მატერი რეპინის ხელოვნების ინსტიტუტი
ჯილდოები სტალინური 1-ლი ხარისხის პრემია და შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1923–1928 წლებში სწავლობდა ლენინგრადის სამხატვრო აკადემიაში. მისი თანაავტორობით დაპროექტებულია საცხოვრებელი სახლი ლენინგრადში რევოლუციის მოედანზე (1928-1932), უკრაინის სსრ მინისტრთა საბჭოს სახლი კიევში (1934-1938), მოსკოვის უნივერსიტეტის მაღლივი შენობა (1949-1953; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1949).

დაჯილდოებულია ორი ორდნითა და მედლებით.

ლიტერატურა

რედაქტირება