პაატა ჩხეიძე (დ. 19 ნოემბერი, 1955) — ქართველი პოლიტიკოსი.

პაატა ჩხეიძე
დაბადების თარიღი 19 ნოემბერი, 1955 (1955-11-19) (68 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი. 1977-1985 წლებში იყო გორის რაიონის სოფელ თორტიზის საშუალო სკოლის მასწავლებელი, გორის ეკონომიკური ინსტიტუტის მასწავლებელი, 1985-1988 წლებში იყო გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე, 1988 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება