პაატა თოიძე
პაატა თოიძე (დ. 28 მაისი, 1955 — გ. 24 იანვარი, 2016) — ქართველი პოლიტიკოსი.
პაატა თოიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 28 მაისი, 1955 |
გარდაცვალების თარიღი | 24 იანვარი, 2016 (60 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 1977-1989 წლებში იყო ოდესის მშენებლობის ინსტიტუტის არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების კათედრის არქიტექტორი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ქობულეთის საპროექტო ბიუროს მთავარი არქიტექტორი, ოზურგეთის არქიტექტორთა და დიზაინერთა ასოციაციის არქიტექტორი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).