პაატა გოგოხია
პაატა გოგოხია (დ. 10 მაისი, 1967) — ქართველი მრეწველი და პოლიტიკოსი. საქართველოს პარლამენტის წევრი 2019 წლის 13 დეკემბრიდან 2020 წლის 11 დეკემბრამდე.
პაატა გოგოხია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 10 მაისი, 1967 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თსუ |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | ქართული ოცნება |
საქმიანობა | მრეწველი, პოლიტიკოსი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაპაატა გოგოხია დაიბადა 1967 წლის 10 მაისს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მრეწველობის დაგეგმვის ფაკულტეტი. 2002-2019 წლებში იყო შპს „ენგურის“ დირექტორი, 2018-2019 წლებში კი იყო ქართულ-ესპანურის სამშენებლო კომპანიის დირექტორის მოადგილე და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. 2019-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პაატა გოგოხია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)