ოხვრის ხიდი (იტალ. Ponte dei Sospiri) — ერთ-ერთი ხიდის სახელი ვენეციაში სასახლის არხზე – რიო-დი-პალაციო. ხიდი ააგო ანტონიო კონტიმ XVII საუკუნეში და მორთულია ბაროკოს სტილში. იგი აერთებს დოჟის სასახლეს, რომელშიც განთავსებული იყო დაკითხვის ოთახები და სასამართლო, არხის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სატუსაღოებთან.

ოხვრის ხიდი

სიტყვას „ოხვრა“ ხიდის სახელწოდებაში რომანტიკული მნიშვნელობა არ აქვს, მასში მსჯავრდებულთა ხიდზე გადასვლისას ვენეციის ბოლო თვალმოკვრით გამოწვეული მწუხარე ოხვრა იგულისხმება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება