ოჩხომელის ხიდი (რუს. Барочный мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, მდინარე კარპოვკაზე, პეტროგრადის რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს პეტროგრადისა და სააფთიაქოს კუნძულებს. ხიდის სიგრძეა 29,1 მეტრი, ხოლო სიგანე — 15,1 მეტრი.

ოჩხომელის ხიდი
რუს. Барочный мост
კოორდინატები: 59°58′07″ ჩ. გ. 30°17′19″ ა. გ. / 59.96861° ჩ. გ. 30.28861° ა. გ. / 59.96861; 30.28861
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
გამოყენების სფერო საფეხმავლო, საავტომობილო
გადებულია კარპოვკა
სიგრძე 29,1 
სიგანე 15,1 
გახსნის თარიღი 1914 წ.
ოჩხომელის ხიდი — რუსეთი
ოჩხომელის ხიდი
ოჩხომელის ხიდი — სანქტ-პეტერბურგი
ოჩხომელის ხიდი
სურათები ვიკისაწყობში

მდებარეობა

რედაქტირება

მდებარეობს ოჩხომელის ქუჩის დასაწყისში.

დინების ზემო მიმართულებით მდებარეობს კარპოვსკის ხიდი, ხოლო ქვემო მიმართულებით — ახალგაზრდობის ხიდი.

სახელწოდება

რედაქტირება

ხიდმა სახელწოდება მიიღო ოჩხომელის ქუჩისაგან, რომელიც ქალაქის რუკაზე ჩნდება 1887 წლის 16 აპრილიდან. ქუჩამ თავის მხრივ სახელი მიიღო იმის გამო, რომ XVIII-XIX საუკუნეებში აქედან კარპოვკის შესართავისაკენ მიდიოდნენ ოჩხომელები (რუს. барки), რომლებიც ჩადიოდნენ პეტერბურგში.

ოჩხომელის ხიდი ააგეს 1914 წელს. მისი ძირითადი დანიშნულება იყო ტრამვაის მატარებლების გატარება ტრამვაის პარკში, რომლის მშენებლობაც ჯერ კიდევ 1917 წლის დასაწყისში დაიწყეს მდინარე კარპოვკის მარჯვენა სანაპიროზე. პარკი კი მხოლოდ 1925 წელს გაიხსნა და ეწოდა ა. კ. სკოროხოდოვის სახელი.

1960-იან წლებამდე ხიდის სავალი ნაწილი ტორსფენილი იყო, ხოლო იგი შეცვალა ასფალტ-ბეტონმა, ტრამვაის ხაზები კი ბაზალტით იყო მოკირწყლული.

ა. კ. სკოროხოდოვის სახელობის ტრამვაის პარკი 2003 წელს დახურეს. 2008 წლის დასაწყისში ოჩხომელის ხიდიდან აყარეს ტრამვაის რელსები და შეარემონტეს ხიდის საფარი.

კონსტრუქცია

რედაქტირება

ხიდი ერთმალიანია, მისი ბურჯები რკინა-ბეტონისგანაა აგებული და მოპირკეთებულია გრანიტით, ხოლო მოაჯირები მეტალისგანაა დამზადებული.

ხიდი განკუთვნილია ავტოტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეებისათვის. სავალი ნაწილი ბეტონითაა დაფარული, ხოლო ტროტუარები მოასფალტებულია. ტროტუარები სავალი ნაწილისაგან გამოყოფილია მაღალი რკინა-ბეტონის ფილებით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 94. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — СПб.: Норинт, 2002. — 353 с. — ISBN 5-7711-0019-6.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 41. — 511 с.
  • Зодчие Санкт-Петербурга. XIX — начало XX века / сост. В. Г. Исаченко; ред. Ю. Артемьева, С. Прохватилова. — СПб.: Лениздат, 1998. — 1070 с. — ISBN 5-289-01586-8.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება