ლელა ოჩიაური

(გადამისამართდა გვერდიდან ოჩიაური, ლელა)

ლელა ირაკლის ასული ოჩიაური (დ. 21 მაისი, 1957, თბილისი) — ქართველი კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

ლელა ოჩიაური

ხელოვნებათმცოდნე
დაბადების თარიღი 21 მაისი, 1957
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო
მშობლები მამა: ირაკლი ოჩიაური
დედა: ირინე ჯანდიერი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ლელა ოჩიაური დაიბადა 1957 წლის 21 მაისს, თბილისში. დაამთავრა სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნებისა და ხუროთმოძღვრების ფაკულტეტი მკვლევრის განხრით. 1980-1981 წლებში გაიარა სტაჟირება მოსკოვის კინოს ისტორიისა და თეორიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტში. 2005 წელს ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატის სამეცნიერო წოდების მოსაპოვებლად დაიცვა დისერტაცია თემაზე — „პოეტური ტენდენციები თანემდროვე ხასიათის ძირების საძიებლად“.

პედაგოგიური გამოცდილება

რედაქტირება

1982–2006 წლებში შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოს სამეცნიერო–კვლევითი სექტორის წამყვანი მეცნიერ თანამშრომლია. პარალელურად კითხულობს ლექციებს ქართულ და მსოფლიო კინოს ისტორიაში, კინოკრიტიკის თეორიაში, ჟურნალისტიკაში. 2005-2006 წლებში დაინიშნა კინოს ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის კათედრის გამგედ. 2006 წლიდან შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სრული პროფესორია. სალექციო კურსები: კინოკრიტიკის ოსტატობა, ტელერეპორტიორის ოსტატობა.

მუშაობდა

რედაქტირება

1981–1982 წლებში საქართველოს თეატრისა და მუსიკის სახელმწიფო მუზეუმში, უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. 1991-1992 წლებში საქართველოს ტელე-რადიო კორპორაციის მეორე არხზე მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე. 1991–1992 წლებში „არიან – ქართლის“ მთავარი რედაქტორად. 1991-1992 წლებში სატელევიზიო პროგრამა „ტელე-სინე-ვიდეოს“ თანაავტორად და წამყვანად; 1993-1994 წლებში ამავე პროგრამის კონსულტანტად და სხვა.

ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: „ომეგა“, „ამარტა“, „კარნავალი“, „სახეები“, „ეპოქა“, "ევროპა“, „ქართული გაზეთი“, „ეს კვირა“, „დილის გაზეთი“, „ჯორჯიან თაიმსი“, „მთავარი გაზეთი კვირას“ და სხვა აქვეყნებდა წერილებს, ინტერვიუებს და ანალიტიკურ სტატიებს ქართული კულტურის, საზოგადოებისა და განათლების შესახებ.

1996 წლიდან დღემდე გაზეთ „რეზონანსის“ კულტურის მიმომხილველია. 1999 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი. პირადად დააფუძნა არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის თანადამფუძნებელი, ასევე არაერთხელ ყოფილა სხვადასხვა კონკურსების და კინოფესტივალების ჟიურის წევრი.

  • ქ. თბილისის საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭოს წევრი
  • ქ. ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი.
  • კრიტიკის დამოუკიდებელი საკონსულტაციო საბჭოს წევრი.
  • კინოკრიტიკის საერთაშორისო გაერთიანების „ფიპრესი ჯორჯიას“ (FIPRESCI) წევრი. 2000 წ.
  • კინემატოგრაფისტების დამოუკიდებელი გილდიის წევრი

გამოქვეყნებული შრომები

რედაქტირება
  • „ქართული კულტურის პოეტური საწყისების ძიებაში“, ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“, №1, 2004 წ.
  • „მითების ევოლუცია ანტიკური ხანიდან თანამედროვე საქართველომდე“, კრებული „თეატრმცოდნეობითი და კინომცოდნეობითი ძიებანი“, №2 (22), 2004წ.
  • „დროისა და ეპოქის ადგილი ხელოვნების ნაწარმოების შექმნის პროცესში“, ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“, №2, 2005 წ.
  • „ალექსანდრე რეხვიაშვილის იგავები ძალადობის თემაზე“, კრებული „თეატრმცოდნეობითი და კინომცოდნეობითი ძიებანი“, №4 (23), 2005წ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება