ოქტომბრის სახელობის პარკი
ოქტომბრის სახელობის პარკი (რუს. Парк имени Октября) — კულტურისა და დასვენების პარკი, რომელიც მდებარეობს დონის როსტოვის ოქტომბრის რაიონში,[1] როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია[2].
ისტორია
რედაქტირებაოქტომბრის სახელობის პარკი დაარსდა 1971 წელს 7,2 ჰექტარის ფართობზე მდინარე ტემერნიკის ნაპირზე, პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს სარბენი ბილიკი, სავარჯიშო ტრენაჟორები, სამაგიდო ჩოგბურთის სათამაშო მოედნები, ასევე მოედანი, რომელიც გამოიყენება სპორტის სხვადასხვა სახეობებისათის, მათ შორის კალათბურთის, ხელბურთისა თუ ფეხბურთისათვის. 2013 წელს, პარკის ცენტრალურ ნაწილში მდებარე კანალიზაციის ორი ხაზის საგანგებო მდგომარეობის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო. იგი იყო არასასიამვნო სუნის გარცელებისა და ტერიტორიის სანიტარული დაბიძურებს მიზეზი. იმავე წლის ზაფხულში ხელახლა უნდა ჩამოყალიბებულიყო ქსელი. მოახდინეს კულტურსა და დასვენების პარკის 56-ე არმიის ქუჩის მხრიდან არსებული მთავარი შესასვლელის კიბეების რესტავრაცია. გაზაფხულის სეზონზე ოქტომბრის სახელობის პარკის ტერიტორიაზე დარგეს 40 ხე, მათ შორის ისეთი სახეობები როგორიცაა ცირცელი, იასამანი, იელი, იფანი და სხვა[2].
ოქტომბრის სახელობის პარკი წარმოადგენს მოედანს, სადაც მიმდინარეობს კულტურულ-მასობრივი ღონისძიებები. აქ აღნიშნავენ დროშის დღეს, რუსეთის დღეს, გამარჯვების დღეს, ბავშვთა დაცვის დღეს და სხვა ღირსშესანიშნავ დღესასწაულებს[3]. ზამთრის განმავლობაში კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე იმართება საბავშვო საახალწლო დღესასწაულები[1].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Муниципальное бюджетное учреждение парк культуры и отдыха имени Октября. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-12. ციტირების თარიღი: 2017-11-09.
- ↑ 2.0 2.1 В городской Думе состоялось заседание постоянной комиссии по жилищно-коммунальному хозяйству, благоустройству и экологии. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-11. ციტირების თარიღი: 2017-11-09.
- ↑ Историческая справка Октябрьского района. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-31. ციტირების თარიღი: 2017-11-09.