ოქსანა შვეცი (უკრ. Оксана Олександрівна Швець; დ. 10 თებერვალი, 1955, კიევი, უკრაინის სსრ, სსრკ — გ. 17 მარტი, 2022, კიევი, უკრაინა[1]) — უკრაინელი მსახიობი, უკრაინის სსრ დამსახურებული არტისტი (1996)[2].

ოქსანა შვეცი დაიბადა 1955 წლის 10 თებერვალს. 1975 წელს დაამთავრა ივან ფრანკოს სახელობის თეატრთან არსებული თეატრალური სტუდია, ხოლო 1986 წელს კიევის ივან კარპენკო-კარის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი. 1980–1922 წლებში მუშაობდა ტერნოპოლის მუსიკისა და დრამის თეატრში, კიევის სატირის თეატრში და კიევის ეროვნულ აკადემიურ ახალგაზრდა თეატრში.

დაიღუპა 2022 წლის 17 მარტს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ კიევში საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის დროს, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის 21-ე დღეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება