ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ოქროთვალასებრნი (ლათ. Chrysopidae), მწერების ოჯახი ბადეფრთიანთა რიგისა. მათი სიგრძეა 1 სმ. აქვთ გრძრელი, ნაზი, ბადისებრ დაძარღვული ფრთები და ოქროსფერი თვალები. ფრთების შლილი 4 სმ-მდეა. იკვებებიან მწერებით - ხეხილის, ჩაის, ციტრუსებისა და სხვა კულტურების მავნებლებით. საქართველოში რეგისტრირებულია 13 სახეობა, რომელთაგან ჩვეულებრივია Chrysopa perla, Chrysopa carnea, Chriysopa septempunctata.

ოქროთვალასებრნი
Chrysopa oculata
Chrysopa oculata
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ბადეფრთიანები
ოჯახი:  ოქროთვალასებრნი
ლათინური სახელი
Chrysopidae

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქსე, ტ. 7, გვ. 610, თბ., 1984