ოფიციანტების სახლი
ოფიციანტების სახლი (რუს. Официантский дом) — ერთ-ერთი ისტორიული შენობა პეტერგოფში, აშენდა 1851-1861 წლებში. სახლი წარმოადგენს, რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს[1] . ამჟამად შენობაში განთავსებულია პეტროდვორცოვის რაიონის ადმინისტრაცია. აღნიშნული შენობა მდებარეობს კალინინსკის ქუჩაზე, სახლი ნომერი 7.
ოფიციანტების სახლი Официантский дом | |
---|---|
კოორდინატები | 59°52′55″N 29°54′41″E / 59.881993° ჩ. გ. 29.911523° ა. გ. |
მდებარეობა | პეტერგოფი, რუსეთი |
არქიტექტორი | ნიკოლოზ ბენუა |
თარიღდება | 1851-1861 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ისტორია
რედაქტირებააღნიშნული სახლი აშენდა არქიტექტორ ნ. ლ. ბენუას მიერ 1851-1861 წლებში. შენობის აშენება გადაწყდა, იმიტომ რომ სურდათ ერთ შენობაში ყოფილიყვნენ კონცენტრირებული სამეფო სასახლის მოსამსახურენი. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ შენობაში განთავსდა საერთაშორისო სასტუმრო. დიდი სამამულო ომის დროს მიღებული სერიოზული დაზიანების შემდეგ სახლი აღდგა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში სახლში განთავსებული იყო სახალხო დეპუტატთა რეგიონული საბჭო. დღეს შენობაში განთავსებულია ქალაქის ადმინისტრაცია[2].
არქიტექტურა
რედაქტირებასახლს აქვს ასო "П"-ს ფორმა. შენობის ბოლო სართულებზე განთავსებულია სათავსოები და ჯარისკაცებისთვის განკუთვნილი სამზარეულო. სახლის პირველ სართულზე იყო სამზარეულო, ხოლო მეორე სართულზე იყო მოსამსახურეებისთვის განკუთვნილი ოთახები. შენობის ინტერიერი გამოირჩევა ფართო დერეფნებით. შენობაში მაღალ დონეზეა განვითარებული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, შენობას აქვს რამდენიმე გასასვლელი და ცეცხლგამძლე ჭერი და კედლები[2]. სახლს აქვს სარდაფები და მასში განთავსებულია სათავსოები და საოფისე ფართები. ოფიციანტების სახლის საერთო ფართობი 3 000 კვადრატულ მეტრზე მეტი იყო.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Официантский дом - Гостиница "Интернационал" - Дом Советов - Администрация Петродворцового района. citywalls.ru. ციტირების თარიღი: 2018-06-28.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Закон Санкт-Петербурга № 174-27 от 05.07.1999 «Об объявлении охраняемыми памятниками истории и культуры местного значения»
- ↑ 2.0 2.1 Официантский дом - Гостиница "Интернационал" - Дом Советов - Администрация Петродворцового района. citywalls.ru. ციტირების თარიღი: 2018-06-28.