ოტსის მიწა
ოტსის მიწა (ინგლ. Oates Land) — აღმოსავლეთ ანტარქტიდის ტერიტორიის ნაწილი. განლაგებულია როსის ტერიტორიასა და ჯორჯ V-ის მიწის სანაპიროებს (ა. გ. 153°45' და 160°) შორის.
აღმოჩენილ იქნა 1911 წლის თებერვალში დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ლეიტენანტის ჰარი პენელის მიერ, რომელიც იყო ბრიტანეთის ანტარქტიდის ექსპედიციის საექსპედიციო ხომალდის ტერა ნოვას მეთაური (1910-1913). სახელი ეწოდა დრაგნუნთა მე-6 პოლკის კაპიტნის ლოურენს ოტსის პატივსაცემად, რომელიც 1912 წელს კაპიტან რობერტ ფალკონ სკოტთან და სამ მეგობართან ერთად დაიღუპა სამხრეთ პოლუსის ათვისებისას.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Oates Coast auf geographic.org (englisch)