ოტო სკორცენი
ოტო სკორცენი (გერმ. Otto Skorzeny; დ. 12 ივნისი, 1908, ვენა — გ. 6 ივლისი, 1975, მადრიდი) — ობერშტურბანფიურერი გერმანულ ვაფენ სს-ში მეორე მსოფლიო ომის დროს.[1] აღმოსავლეთის ფრონტზე ბრძოლის შემდეგ მან ჰიტლერის პირადი დავალებით უხელმძღვანელა იტალიელი დიქტატორი ბენიტო მუსოლინის გამოხსნას ტყვეობიდან. სკორცენი ასევე ხელმძღვანელობდა ოპერაცია გრეიფს, რითაც გერმანელ ჯარისკაცებს უნდა შეეღწიათ მოწინააღმდეგის რიგებში მოწინააღმდეგეების უნიფორმებით და აღჭურვილობით. ომის მიწურულს ის იყო ვეჰრვოლფის პარტიზანული მოძრაობის ნაწილი.
ოტო სკორცენის დაადანაშაულეს 1907 წლის ჰააგის კონვენციის დარღვევაში ოპერაცია გრეიფთან კავშირისთვის, თუმცა ომის შემდგომმა დაჰაუს სამხედრო ტრიბუნალმა ის გაამართლა. ის ემალებოდა მისჯილ პატიმრობას ჯერ საფრანგეთში 1948 წელს, ხოლო შემდგომ ფრანკოს ესპანეთში. გერმანულმა სასამართლომ 1952 წელს მისი დენაციფიკაცია მოახდინა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოტო სკორცენი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Germany at War: 400 Years of Military History [4 volumes]: 400 Years of … , ციტირების თარიღი 6 ივნისი, 2021