ოსოგოვოს მონასტერი

ოსოგოვოს წმინდა იოაკიმეს მონასტერი (მაკედ. Манастирот Свети Јоаким Осоговски) — მართლმადიდებლური მონასტერი მაკედონიის აღმოსავლეთით. მონასტერი არის მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში. ბულგარელები მონასტერს მიიჩნევენ ეროვნულ ისტორიულ მემკვიდრეობად[1].

ოსოგოვოს მონასტერი


ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°12′31″ ჩ. გ. 22°21′44″ ა. გ. / 42.20861° ჩ. გ. 22.36222° ა. გ. / 42.20861; 22.36222
რელიგიური კუთვნილება მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესია
პროვინცია ჩრდილო-აღმოსავლეთი
მუნიციპალიტეტი კრივა-პალანკა
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი გუმბათოვანი ტაძარი
თარიღდება შუა საუკუნეები
დეტალები

მდებარეობს ოსოგოვოს მთების ხეობაში, ქალაქ კრივა-პალანკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2 კილომეტრში.

იოაკიმე ოსოგვოელის ცხოვრების მიხედვით მონასტერი დაარსდა მანუელ I კომნენოსის მმართველობის პერიოდში. დიდი თურქული ომის პერიოდში 1690 წელს მონასტერი მნიშვნელოვნად დაზარალდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Димитров, Б.: Християнството в българските земи. Български манастири, ИК «Климент Охридски»,София, 2001