ლუის ოსვალდო ურტადო ლარეა (ესპ. Luis Osvaldo Hurtado Larrea; დ. 26 ივნისი, 1939, ჩამბო, ეკვადორი) — ეკვადორელი პოლიტიკური მოღვაწე. ეკვადორის პრეზიდენტი 1981-1984 წწ.

ოსვალდო ურტადო
ოსვალდო ურტადო
ეკვადორის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 მაისი, 1981 – 10 აგვისტო, 1984
წინამორბედიხაიმე როლდოს აგილერა
მემკვიდრელეონ ფებრეს კორდერო

ეკვადორის ვიცე-პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 აგვისტო, 1979 – 24 მაისი, 1981
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრებლასკო პენიაერერა პადილია

დაბადებული26 ივნისი, 1939
ჩამბო, ეკვადორი
პოლიტიკური პარტიაქრისტიან-დემოკრატიული კავშირი
მეუღლემარგარიტა პერესი
რელიგიაკათოლიკე

დაიბადა 1939 წელს ჩიმბორასოს პროვინციის ქალაქ ჩამბოში. განათლება მიიღო ეკვადორის კათოლიკურ უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა სოციოლოგიას, პოლიტიკას და იურისპრუდენციას. 1979 წელს, სამხედრო მმართველობის დასრულების შემდეგ აირჩიეს ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტად. 1981 წელს ხაიმე როლდოს აგილერას ავიაკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ გახდა ქვეყნის პრეზიდენტი და ამ თანამდებობაზე დარჩა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

ოსვალდო ურტადო არის მადრიდის კლუბის წევრი[1].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Hurtado, Osvaldo profile. Club de Madrid. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ივნისი 2012. ციტირების თარიღი: 12 July 2013.