ორხევის მესამე ეკლესია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ორხევის ეკლესია.

ორხევის მესამე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ორხევის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 1 კილომეტრზე, მდინარე ორხევის მარჯვენა ნაპირზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვითა და რიყის ქვის შერყეული წყობით. სამხრეთ კედლის დასავლეთ ნახევარი და კამარის ნაწილი ჩამონგრეულია. ღრმა, ნახევარწრიულ აფსიდს სამხრეთის გვერდი თითქმის მთლიანად ჩამონგრეული აქვს. შესასვლელი, რომლის აღმოსავლეთი წირთხლიღაა შემორჩენილი, სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. აფსიდის ღერძზე გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი, რომლის ჩრდილოეთით პატარა სწორკუთხა ნიშია. აფსიდს კონქის ჩრდილოეთ ნახევარი შემორჩა, რომელიც შეისრული კამარის შემორჩენილ ნაწილს უშუალოდ ერწყმის.

ლიტერატურა რედაქტირება