ორჩილა
ორჩილა (ესპ. La Orchila) — კუნძული კარიბის ზღვაში. ეკუთვნის ვენესუელას. ვენესუელის დედაქალაქ კარაკასიდან დაშორებულა 180 კილომეტრით. ფართობი დაახლოებით 40 კმ².
ორჩილას საზღვაო სანაპირო | |
გეოგრაფია | |
---|---|
მდებარეობა | კარიბის ზღვა |
კოორდინატები | 11°48′ ჩ. გ. 66°10′ დ. გ. / 11.800° ჩ. გ. 66.167° დ. გ. |
ფართობი | 40 კმ² |
სიგრძე | 11 კმ |
სიგანე | 5 კმ |
უმაღლესი წერტილი | 139 მ |
კუნძულზე განთავსებულია სამხედრო-საზღვაო ბაზა — ვენესუელის სამხედრო-საზღვაო ძალები (აეროდრომით) და ვენესუელის პრეზიდენტის რეზიდენცია.[1]
1938 წელს ორჩილა სხვა კუნძულებთან ერთად გადავიდა ფედერალურ დაქვემდებარებაში (რომელიც იმავე წელს იყო შექმნილი). 1950 წლამდე კუნძული დასახლებულად ითვლებოდა, რომლის მოსახლეობა შეადგენდა 121 კაცს. ვენესუელის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწის გენერალ მარკოს პერეს ხიმენესის მმართველობის დროს ორჩილას მცირერიცხოვანი მოსახლეობა გადაასახლეს. მარკოს პერეს ხიმენესის დროს კუნძულზე აშენდა დაახლოებით 32 სამხედრო ობიექტი და რამდენიმე პატარა სახლი; მათ შორის იყო პრეზიდენტის რეზიდენცია.
2002 წელს ვენესუელაში სახელმწიფო წარუმატებელი გადატრიალების შემდეგ, პრეზიდენტი უგო ჩავესი ორჩილაზე დაპატიმრებული იყო.[2]
2008 წლის 17 მაისს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა დაარღვიეს ვენესუელის საჰაერო სივრცე, რის შემდეგ მთავრობის მიერ გამოთქმული იყო პროტესტი. თუმცა პენტაგონმა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სივრცის დარღვევის მიზეზად სანავიგაციო შეცდომა დაასახელა.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ორჩილა“ ვიკისაწყობში.
- Cronología de un vacío de poder
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აღიარა ვენესუელის საჰაერო სივრცის დარღვევა
- ↑ Реставрация по-анчурийски, или «Короли и капуста» на новый лад. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-10-21. ციტირების თარიღი: 2011-10-04.