ოროპესის პროვინცია

ოროპესა — პროვინცია ბოლივიაში, ჩუკისაკის დეპარტამენტში. ესაზღვრება პოტოსისა და კოჩაბამბის დეპარტამენტებს. დასავლეთიდან აღმოსავლეთით გადაჭიმულია 40 კმ-ზე, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 110კმ-ზე. საერთო ფართობი 3 943 კმ²-ია.

პროვინცია
ოროპესის პროვინცია
Provincia de Oropeza
ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
ადმ. ცენტრი სუკრე
კოორდინატები 18°50′00″ ს. გ. 65°15′00″ დ. გ. / 18.83333° ს. გ. 65.25000° დ. გ. / -18.83333; -65.25000
ფართობი 3 943 კმ²
მოსახლეობა 241 376 კაცი (2001)
სიმჭიდროვე 61.2 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCGMT -4
სუკრე

2001 წლის მონაცემებით, მოსახლეობა შეადგენდა 241 376 ადამიანს, სიმჭიდროვე 61.2 კმ²-ზე. მათი 39.6% 15 წელზე ნაკლები ასაკისაა. მოსახლეობის 82.2% ლაპარაკობს ესპანურად, , 69.3% კეჩუას ენაზეც, 1.7% აიმარაზე. 92.0% კათოლიკეა, 5.1% პროტესტანტი.

პროვინცია შედგება სამი მუნიციპალიტეტისაგან. დედაქალაქია სუკრე.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება