ორმოცდაათის პროცესი
ორმოცდაათის პროცესი, მოსკოველთა პროცესი ― სასამართლო პროცესი რუსეთის იმპერიაში 1877 წელს. მიმდინარეობდა 21 თებერვლიდან 14 მარტამდე. პროცესი ღია იყო. მასში მონაწილეობდნენ ს. ბარდინა, ი. ჯაბადარი, პ. ალექსეევი, გ. ზდანოვიჩი, ვ. ფიგნერი და სხვა. ბრალდებულთა უმრავლესობა იყო 18-23 წლის. ეს იყო პირველი პოლიტიკური პროცესი რუსეთის იმპერიაში, რომელზეც აქტიურად გამოვიდნენ მუშები. ბრალდებულებს ბრალად ედებოდათ არსებული წყობილების დამხობის მცდელობა, რასაც ბრალდებულები უარყოფნენ. 3-დან 10 წლამდე კატორღა მიესაჯა 10, ციმბირში გადასახლება 26, ციხე და იძულებითი მუშაობა 10, ფსიქიატრიული მკურნალობა 1 კაცს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 581.