ორლოვის ჩორთმავალი

ორლოვის ჩორთმავალი — მსუბუქად შესაბმელი ცხენის ჯიში. დადის სწრაფი ჩორთით. გამოყვანილია XIX საუკუნის დასაწყისში ხრენოვოეს (ვორონეჟის გუბერნია) ცხენსაშენში მისი მფლობელის ალექსი ორლოვის ხელმძღვანელობით — არაბული და ზოგიერთი სხვა აღმოსავლური საჯდომი ცხენის ჯიშების შეჯვარებით დასავლეთევროპულ (დანიური, ჰოლანდიური, მეკლენბურგული და სხვა) შესაბმელი ცხენის ჯიშებთან. ორლოვის ჩორთმავალი მსხვილი და ჰარმონიულად განვითარებული ცხენია. ულაყის საშუალო განაზომებია (სანტიმეტრებით): სიმაღლე მინდაოში 160, ტანის ირიბი სიგრძე 161, გულმკერდის ირგვლივი 180, ნების ირგვლივი 20,3; საშუალო მასა 500-550 კგ. ფერად უმთავრესად სისვი, შავრა ან ქურანაა, იშვიათად თაფლა.

ორლოვის ჩორთმავალი

რევოლუციამდელ რუსეთში ორლოვის ჩორთმავალმა „კრეპიშმა“ უდიდეს სისწრაფეს მიაღწია, 1600 მ დაფარა 2 წთ 85/8 წმ-ში. ამავე მანძილზე სარეკორდო სისწრაფე დაამყარა „პილოტმა“ (1938) 2 წთ 22/8 წმ.

ლიტერატურა

რედაქტირება