ორლეანისტები
ორლეანისტები — ფრანგი მონარქისტები, საფრანგეთის სამეფო სახლის ორლეანის შტოს მომხრეები. 1830 წლის ივლისის რევოლუციის დროს მათ გაამეფეს ლუი-ფილიპე ორლეანელი. 1830-1848 წლებში ორლეანებმა საფრანგეთი დაიკავეს. გამოხატავდნენ ფინანსური არსიტოკრატიის ინტერესს. 1848 წლის რევოლუციის შემდეგ მოქმედებდნენ ლეგიტიმისტებთან ერთად და ხელი შეუწყვეს მეორე იმპერიის დამყარებას. 1871 წელს ორლეანისტები მონაწილეობდნენ პარიზის კომუნის ჩახშობაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- კელაპტრიშვილი ო., აბსანაძე თ., მსოფლიო სამეფო დინასტიები, ლექსიკონი, თბ., 2019, გვ. 172