ორლანდო მეჯიკის მთავარი მწვრთნელები

ორლანდო მეჯიკი (ინგლ. Orlando Magic) — პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი, რომელიც მდებარეობს, ქალაქ ორლანდოში, ფლორიდის შტატში, აშშ. გუნდი არის წევრი სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონის, რომელიც აღმოსავლეთ კონფერენციას ეკუთვნის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA). გუნდი საშინაო მატჩებს ატარებს Amway Center-ში. გუნდში თამაშობდნენ ისეთი მოთამაშეები როგორებიც არიან შაკილ ონილი, პენი ჰარდევეი, გრანტ ჰილი, ტრეისი მაკგრედი, სტივ ფრენსისი, დუაიტ ჰოვარდი. გუნდი ასევე იყო ნახევარზე მეტჯერ არსებობის მანძილზე (23 წლის მანძილზე 14-ჯერ გავიდა პლეი-ოფში). ორლანდო იყო წარმატებული იმ 4 გუნდიდან, რომელიც 1988-89 წლებში შეუერთდა ლიგას მოგებების პროცენტული მაჩვენებლით. 2011 წლის მიხედვით, მეჯიკი არის ერთადერთი გუნდი დიდ ოთხეულში, რომელიც ქალაქ ორლანდოში თამაშობს.

დოკ რივერსი არის ორლანდო მეჯიკის ერთადერთი მწვრთნელი, რომელიც წლის საუკეთესო მწვრთნელად იქნა დასახელებული.

მნიშვნელობები რედაქტირება

GC რამდენი თამაში ედგა მწვრთნელის რანგში
W გამარჯვება
L წაგება
W% გამარჯვების %
# მერამდენე მწვრთნელი იყო[a]
* სამწვრთნელო კარიერა დაიწყო მეჯიკში
არჩეული იქნა კალათბურთის დიდების დარბაზში როგორც მწვრთნელი

მწვრთნელები რედაქტირება

შენიშვნა: სტატისტიკა გასწორებულია 2010-11 წლების სეზონის დასრულების შემდეგ.

# სახელი წლები[b] GC W L Win% GC W L Win% მონაგარი
რეგულარული სეზონი პლეი-ოფი
1 მეთ გუკასი 1989-1992 328 111 217 .338
2 ბრაიან ჰილი 1993-1996 295 191 104 .647 36 18 18 .500
3 რიჩი ადუბატო 1997 33 21 12 .636 5 2 3 .400
4 ჩაკ დელი† 1997-1998 132 74 58 .561 4 1 3 .250
5 დოკ რივერსი 1999-2002 339 171 168 .504 15 5 10 .333 1999-00 წლის მწვრთნელი
6 ჯონი დეივისი 2003-2004 135 51 84 .378
7 კრის იენტი* 2005 18 5 13 .278
ბრაიან ჰილი 2005-2006 164 76 88 .463 4 0 4 .000
8 სტენ ვან განდი 2007-2011 394 259 135 .657 59 31 28 .525

აღნიშვნა რედაქტირება

  • a მეჯიკის მწვრთნელების ტოტალური რაოდენობა. ასევე ერთ ნომრად ითვლებიან ის მწვრთნელები, რომლებიც ორჯერ წვრთნიდნენ გუნდს.
  • b ყოველი წელი არის აღნიშნული როგორც NBA სეზონი.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება