ორთაღი
ორთაღი (თურქ. ortak — ამხანაგობა, ასოციაცია) — XII-XIII საუკუნეების საქართველოში საკრედიტო-სავაჭრო ასოციაცია, რომელიც სესხად გასცემდა ფულსა და საქონელს (გირაოდ იტოვებდა სესხის ამღების უძრავ ქონებას და იღებდა სარგებელს).
XII-XIII საუკუნეების საქართველო მსოფლიო კომერციულ ცხოვრებაში იყო ჩართული. თბილისში ორთაღის სახით მოქმედებდა მსხვილი საკრედიტო-სავაჭრო ასოცოაცია, რომლის შესახებ ცნობა დაცულია კახა თორელის მიერ 1259 რკონის ეკლესიისადმი გაცემულ სიგელში: „... წავედი, ორტაღთაგან ლარი და თეთრი ავიღი. ვარებადი და ვყიდდი თუალსა მარგალიტსა და ზარქაშსა“. ვაჭრობა კი მოგებას იძლეოდა „... ორტაღთა მათი (ნასესხები — პაატა გუგუშვილი) ხელთავე მივსცი. ... ხოვლისა ფასი მითა მოვიგე და ვიყიდე ხოვლე“. ამგვარად, იმდროინდელ საქართველოში შუასაუკუნეობრივ, ე.ი. ემბრიონულ ფორმებში განვითარებული იყო როგორც იპოთეკური, ისე კომერციული კრედიტი, რომელიც მევახშური კრედიტის ფორმით არსებობდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- გუგუშვილი პ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 568-569.