ორთანას ხიდი — ხიდი თურქეთში. ფორტუნასუს ხეობაში. იგი არდაშენიდან 21,6 კმ-თაა დაშორებული. ამ ხიდის ძველი სახელია ქუშივა. ძეგლი საკმაოდ კარგადაა დაცული. ხიდის თაღი ნახევარწრიული მოყვანილობისაა. მისი ბურჯები უშუალოდ კლდოვან დედაქანზეა დაყრდნობილი.

საპირე ქვები ერთმანეთზე ვერტიკალურადაა მოწყობილი და ხიდის ორივე ნაპირს მთელ სიგრძეზე მიუყვება. ხიდის ორივე მხარეს ნახევარწრიულ რკალსა და ნაპირს შორის სივრცე ამოშენებულია. ხიდის სავალი ზედაპირი ქვის ფილებითაა დაფარული. მას აქვს ოთხკუთხა ფორმის ქვებით გამართული მოაჯირიც, რომლის სიმაღლე — 60-70 სმ-ია. მისი საერთო სიგრძე — 44 მ, საერთო სიგანე — 2,9 მ, სასიარულო ბილიკის სიგანე — 2,3 მ, ბურჯის სიგანე — 4 მ-ია, ბურჯის სიმაღლე — 2,1 მ, ქუსლისსიგანე — 2,75 მ, მალისსიგანე — 18,2 მ, მალისსიმაღლე ბურჯიდან — 12,3 მ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 72-73 ISBN 978-9941-0-6458-6.