ორთაბათუმის ხიდიქვისთაღოვანი ხიდი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყოროლისთავთან. თარიღდება XVIII საუკუნით.

ძეგლის აღწერა

რედაქტირება

ორთაბათუმის ქვის ერთმალიანი ხიდის ბურჯები, სავალი ნაწილი და მოაჯირი ბეტონის ფილებით, ცემენტითა და ასფალტით არის მოპირკეთებულ-გაწყობილი. ხიდი ფუნქციონირებს, მასზე დასაშვებია ავტომობილების გადაადგილებაც. გასული, XX საუკუნის 60-იან წლებში ხიდს სარემონტო-გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა; ხიდის სიგანე თითქმის ორჯერ გაიზარდა. ხიდის თანამედროვე პარამეტრებია: სავალი ნაწილის სიგრძე — 30 მ., სიმაღლე წყლის ზედაპირიდან თავბანდამდე — 6.50 მ., მარჯვენა მისასვლელის სიგანე — 12 მ., მარცხენა მისაასვლელის სიგანე — 6.50 მ., ხიდის სიგანე შუა წელში 6.50 მ-ია, ხოლო თავბანდის სიმაღლე — 1 მ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 12071