ორბეულთა (ნასოფლარი)

ორბეულთა — ნასოფლარი, მდებარეობს სოფელ ამღიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 1,5 კილომეტრზე, მდინარეების ასისა და კალოთანისწყლის შესართავის მარჯვენა მხარეს.

ნასოფლარი განლაგებულია ტერასებად. შენობათა ფრაგმენტულად შემორჩენილი კედლები ნაგებია ფიქლის მშრალი წყობით. აკრეფილია არქეოლოგიური მასალა (სამტუჩა ხელადის, ქოთნების, ხელსაფქვავების, ხელწისქვილისა და სხვა ინვენტარი) ინახება აკც-ის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა

რედაქტირება