ორანის პროვინცია

ორანი (არაბულად: ولاية وهران) — პროვინცია (ვილაიეთი) ალჟირში. მისი დედაქალაქია ორანი.

ორანის მდებარეობა ალჟირში

გეოგრაფიარედაქტირება

ორანი მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. პროვინციის ფართობია 2,114 კმ². 2008 წლის მონაცემებით, პროვინციაში ცხოვრობს 1,584,607 ადამიანი. პროვინციას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მოსტაგანემი, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მასკარა, სამხრეთ-დასავლეთიდან სიდი-ბელ-აბესი და დასავლეთიდან — აინ-ტემუშენტი.

ისტორიარედაქტირება

პროვინცია ჩამოყალიბდა ყოფილი ორანის დეპარტამენტისგან. 1974 წლის რეორგანიზაციის შედეგად პროვინციას ჩამოშორდა დასავლეთი და სამხრეთი ნაწილები, რომლებისგანაც შეიქმნა სიდი-ბელ-აბესის პროვინცია.

ადმინისტრაციული დაყოფარედაქტირება

 
ორანის ადმინისტრაციული რუკა

1984 წლიდან, პროვინცია იყოფა 9 რაიონად. რაიონები თავის მხრივ იყოფა 25 კომუნად (ან მუნიციპალიტეტად).

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება