ოპუს დეი
ოპუს დეი (ლათ. Оpus Dei — საქმე ღვთისა, სრული სახელი — წმინდა ჯვრისა და ოპუს დეის პრელატურა) — კათოლიკური ეკლესიის პერსონალური პრელატურა. ორგანიზაცია დაარსდა მადრიდში 1928 წლის 2 ოქტომბერს კათოლიკე მღვდლის ხოსემარია ესკრივა დე ბალაგერის მიერ — „ლოცვითი განმარტოების დროს ის ღვთის ნებას შეიცნობს“.
ოპუს დეის მიზანს რელიგიური განახლების იდეების პროპაგანდა და საზოგადოების პაპის ენციკლიკების სწავლებების შესაბამისად მოწყობა წარმოადგენს. პრელატურის შტაბ-ბინა რომში მდებარეობს.