ოპოიაზი
ოპოიაზი — რუსული ლიტერატურათმცოდნეობითი სკოლა, პოეტური ენის შემსწავლელი საზოგადოება 1916-1925 წლებში რუსეთში. ოპოიაზის პირველი თეორიული ნაშრომი იყო ვიქტორ შკლოვსკის „სიტყვის მკვდრეთით აღდგენა“ (1914) ასევე ოპოიაზის ნაშრომები იიბეჭდებოდა გამოცემა „პოეტური ენის თეორიულ კრებულებში“ (I-VI, 1916-1923). ოპოიაზის წარმომადგენლები ყვნენ ვიქტორ შკლოვსკი, ი. ტინიანოვი, ს. ბერნშტეინი, ბ. ეიხენბაუმი, რ. იაკობსონი. ოპოიაზი, როგორც ფორმალისტური მიმდინარეობის სკოლა, დაგმობილ იქნა მარქსიზმზე დაყრდნობით.
ლიტერატურა
რედაქტირება- Котова М. А. ОПОЯЗ // Большая российская энциклопедия. т. 24. — М., 2014. — стр. 256.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 545.