ოპოზიციის ლიდერი (გაერთიანებული სამეფო)
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
მისი აღმატებულესობის უაღრესად ლოიალური ოპოზიციის ლიდერი (უფრო ხშირად ცნობილი, როგორც უბრალოდ თემთა პალატის ოპოზიციის ლიდერი) — თანამდებობა ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატაში. ამ თანამდებობაზე მომსახურე პოლიტიკოსი არის ოფიციალური ოპოზიციის (ანუ მისი აღმატებულესობის უაღრესად ლოიალური ოპოზიციის) ლიდერი. ლორდთა პალატას ასევე ჰყავს ოპოზიციის ლიდერი. უწინ, ამ ორი პალატის ოპოზიციის ლიდერები თანასწორნი იყვნენ თუმცა მეოცე საუკუნის საწყისებიდან მოყოლებული, თემთა პალატის ოპოზიციის ლიდერი უფრო მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურად მიიჩნევა.
ოპოზიციის ლიდერი ჩვეულებრივ იმ ყველაზე დიდი პარტიის ლიდერია, რომელიც მთავრობაში არ შედის. ჩვეულებრივ ასეთი პარტია თემთა პალატაში სიდიდით მეორეა. გაერთიანებული სამეფოს ოპოზიციის ლიდერი განიხილება, როგორც ბრიტანეთის ალტერნატიულ პრემიერ-მინისტრად და არის მრჩეველთა საბჭოს წევრი.
ამჟამად, თემთა პალატის ოპოზიციის ლიდერია კონსერვატიული პარტიის ლიდერი რიში სუნაკი.