ოპერაცია შტორმი (ხორვ., ბოსნ., სერბ.: Operacija Oluja) — ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია წარმოებული ხორვატიის მიერ ბოსნია-ჰერცეგოვინის არმიასთან ერთად ხორვატელ სერბთა ძალების მიერ შეპყრობილი ცენტრალური ხორვატიის მიწების დასაბრუნებლად. სულ ოთხ დღეში მინიმალური დანაკარგებით ორივე მხრიდან, ოპერაცია ხორვატების ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. 200.000-ზე მეტი სერბი ევაკუირებულ იქნა ბოსნიაში ხორვატიის არმიის ძალების მეთვალყურეობით.

სერბი ლტოლვილები ოპერაციის შემდეგ.
ოპერაციის გეგმა

ამ გადამწყვეტი აქციის მოსაგონად 5 აგვისტო ხორვატიაში აღინიშნება როგორც ეროვნული დღესასწაული. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია ხორვატიის არმიის მიზანი, გაეუქმებინა სეპარატისტული რესპუბლიკა სერბული კრაინა, წარმატებით შესრულდა, მას შედეგად თითქმის მთელი ხორვატული სერბების მოსახლეობის იძულებით გადაადგილება მოჰყვა ოკუპირებული რეგიონიდან, რაც ომამდელი მოსახლეობის ხორვატ სერბთა მოსახლეობის 40% შეადგენს. ზოგიერთი ხორვატი სამხედრო მეთაური მოგვიანებით ოპერაციის დროს და შემდეგ ჩადენილი ომის დანაშაულისთვის სასჯელში იქნა მიცემული.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: