ომობანა (რომანი)
„ომობანა“ — თანამედროვე ქართველი მწერლის ბასა ჯანიკაშვილის რომანი. გამოქვეყნდა 2010 წელს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ.
შინაარსი
რედაქტირებარომანს მთავარ თემად 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი გასდევს. სახელმწიფოთა შორის შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე, სოფელში დასასვენებლად წასული ვერა კეკელიძისა და გურამ დარჩიას ოჯახიც ფრონტის ხაზს ემსგავსება. მათი შვილი ნასროლი კენჭით რუსულ ავიაგამანადგურებლებს აფეთქებს, ჩამოცვენილ რუს მფრინავებს ოჯახი ჯერ ქართული სტუმართმოყვარეობითა და გულთბილი მასპინძლობით აკვირვებს, შემდეგ — დახვრეტას უპირებს.
რომანის სიუჟეტში იშლება ზღვარი რეალობასა და ვირტუალურ სამყაროს შორის. მკითხველს შეუძლია აირჩიოს, რომანის პერსონაჟები კონფლიქტის ნამდვილი მონაწილეები გახდებიან თუ — კომპიუტერული თამაშის გმირები.