ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ომეტეპე — ვულკანური წარმოშობის კუნძული ნიკარაგუის ტბაში, ნიკარაგუაში.მდინარე რიო-სან-ხუანით ნიკარაგუის ტბა უკავშირდება კარიბის ზღვას. ტბის ნაპირებთან გაშენებულია ქალაქი გრანადა და წყნარ ოკეანესთან იმდენად ახლოსაა, რომ მისი სანაპიროებიდან ჩანს კუნძულ ომეტეპეს (ნიკარაგუის ტბის კუნძული) ვულკანური მთები. მისი სახელწოდება მომდინარეობს ნაუატური სიტყვიდან ome-ორი, tepetl-მთა, ორი მთა. ორი ვულკანი კონსეფსიონი და მადერასი შეერთებულია ვიწრო გეოგრაფიული ყელით. მისი ფართობი შეადგენს 276 კმ²-ს და ყველაზე დიდი კუნძულია ნიკარაგუის ტბაში. სიგრძით 31 კმ-ისაა, სიგანით 5-10 კმ-დე. კუნძული დასახლებულია 35 000 მაცხოვრებლით. განვითარებულია მეცხოველეობა, მეურნეობა და ტურიზმი. მოჰყავთ ბანანი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ომეტეპე“-დან