კონსეფსიონი (ვულკანი)
კონსეფსიონი (ესპ. Concepcion) — მოქმედი სტრატოვულკანი ცენტრალურ ამერიკაში, ნიკარაგუაში. სიმაღლე 1610 მ. ვულკანი კონსეფსიონი მდებარეობს ტბა ნიკარაგუაში არსებულ კუნძულ ომეტეპეზე. კონსეფსიონის სამხრეთით მდებარეობს ვულკანი მადერასი. კონსეფსიონის კალთებზე აქტიურად მოქმედებენ ფუმაროლები. 1883 წლიდან მოყოლებული ვულკანი 25-ჯერ ამოიფრქვა. უკანასკნელი ამოფრქვევა მოხდა 2010 წლის 9 მარტს.
კონსეფსიონი | |
---|---|
კონსეფსიონი | |
კოორდინატები: 11°32′ ჩ. გ. 85°37′ დ. გ. / 11.533° ჩ. გ. 85.617° დ. გ. | |
ქვეყანა | ნიკარაგუა |
სიმაღლე | 1610 მ |
ტიპი | სტრატოვულკანი |
ბოლო ამოფრქვევა | 2010 წლის 9 მარტი |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვულკანი კონსეფსიონი დაარქივებული 2014-08-26 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)