ომარ დურმიშიძე (დ. 18 ივნისი, 1949, თბილისი — გ. 13 ივნისი, 1994, იქვე) — ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი.

1973 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია.

1974 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ; 1974, 1978, 1984, 1999, 2006, 2009 წლებში მოეწყო მხატვრის პერსონალური გამოფენები თბილისში, აგრეთვე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში (1977), მოსკოვში (1979), იტალიაში (1980); მიღებული აქვს მონაწილეობა ქართული სახვითი ხელოვნებისადმი მიძღვნილ რეტროსპექტიულ გამოფენაში (თბილისი, მხატვრის სახლი, 1987); ძირითადი ნამუშერვრები: „ბესიკის ქუჩა“, „სოლოლაკი“, „კლდიაშვილის ქუჩა“, „ჩვენი ეზო“, „ნატურმორტი იებით“, „თევზები“, „მსხლები“ (1983, ყველა მხატვრის კუთვნილებაა), „ნინიკო“, „ნუნუ“ (1983), „ავტოპორტრეტი“ (1981), "„გ. დოჩანაშვილი“ (1985); ავტორია გრაფიკული ნამუშევრებისა: „დაბადება“, „ბებია შვილიშვილთან ერთად“, „ცხენი“, სერია „მხატვრის გახსენება“ (1986).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება