ომარაანის პირველი ეკლესია
ომარაანის პირველი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ომარაანში, სოფლიდან 1 კილომეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთ კედელი და ნალისებრი აფსიდის ნაწილი. შესასვლელი სამხრეთ კედელშია გაჭრილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერაძე ე., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 396.