ოლღა აგლაძე

ქართველი მწერალი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აგლაძე.

ოლღა ნიკოლოზის ასული აგლაძე (ქალიშვილობის გვარია ბეჟანიშვილი) (დ. 1869 — გ. 31 იანვარი, 1952, თბილისი) — ქართველი მწერალი. საზოგადო მოღვაწე ილია აგლაძის მეუღლე.

ოლღა აგლაძე
დაბადების თარიღი 1869
გარდაცვალების თარიღი 31 იანვარი, 1952(1952-01-31)
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
მეუღლე ილია აგლაძე

ბიოგრაფია

რედაქტირება

ახალგაზრდობიდანვე ჩაება ლიტერატურულ-საზოგადოებრივ საქმიანობაში. თანამშრომლობდა ილია ჭავჭავაძესთნ „ივერიაში“ და სხვა პერიოდულ გამოცემებში. მისი მოთხრობები და თარგმანები იბეჭდებოდა „ჯეჯილსა“ და „ნაკადულში“. 900-იან წლებში მისი თაოსნობით დაარსდა „ქართველ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოება“, რომელმაც მოაწყო ჭრა-კერვის სკოლა, საზოგადოება სისტემატურად ატარებდა ლიტერატურულ საღამოებს და თეატრალურ წარმოდგენებს.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 83, თბ., 1994