ოლიფანტე ლევანის ძე უგულავა (დ. 1898 — გ. 30 სექტემბერი, 1937) — ქართველი სამხედრო პირი, დივიზიის კომისარი (1936).

დაიბადა ქუთაისის გუბერნიაში, გლეხის ოჯახში. 1918 წლიდან იყო ბოლშევიკური პარტიის წევრი. 1919-1920 წლებში რიგითად მსახურობდა დამოუკიდებელი საქართველოს ჯარში. 1922 წელს პარტიული მობილიზაციით გაწვეული იყო წითელ არმიაში. მსახურობდა სხვადასხვა ქართულ შენაერთში. 1935 წლიდან იყო 1-ლი ქართული მსროლელი დივიზიის სამხედრო კომისარი, 1936 წლიდან — ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის პოლიტსამმართველოს უფროსის მოადგილე. 1937 წლის ივლისში დააპატიმრეს კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით და მოგვიანებით დახვრიტეს. რეაბილიტირებულია 1957 წელს. დაჯილდოებული იყო წითელი დროშის (1936) და საქართველოს სსრ შრომის წითელი დროშის (1931) ორდენებით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Сувениров О. Ф. Трагедия РККА 1937-1938. — M.: TEPPA, 1998. — ISBN 5-300-02220-9. — გვ. 397.