ოლინდა
ოლინდა (პორტ. Olinda, ნიშნავს „ოჰ, მშვენიერი“) — ქალაქი პერნამბუკუში, ბრაზილია, ატლანტის ოკეანის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, რესიფის ჩრდილოეთით და პაოლისტას სამხრეთით. ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული კოლონიური ქალაქია ქვეყანაში. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 376 800 (2005) ადამიანს.
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 189 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ოლინდის მთავარ ღირსშესანიშნაობათა შორისაა: ისტორიული ცენტრი, მრავალრიცხოვანი ეკლესიები და კარნავალი. ოლინდის კარნავალი ტრადიციულ პორტუგალიურ კარნავალთა მსგავსია, აფრიკული ზეგავლენის ცეკვების დამატებით. რიო-დე-ჟანეიროსა და სალვადორისგან განსხვავებით საუკეთესო ადგილისთვის ფულის გადახდა საჭირო არ არის. მთელი ზეიმი ქუჩაში იმართება და წარმოდგენას ასობით მუსიკალური ჯგუფი უერთდება.
ისტორია
რედაქტირებაოლინდის დასახლება 1535 წელს დააარსა დუარტე კოელიუ პერეირამ. 1537 წლის 12 მარტს სოფლის სტატუსი ჰქონდა. მოგვიანებით პერნამბუკოს რეგიონის დედაქალაქი გახდა, თუმცა ჰოლანდიელების ხშირი თავდასხმების გამო დედაქალაქი რესიფიში გადაიტანეს.
ბუნებრივი სილამაზის გარდა, ოლინდა ასევე ბრაზილიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ცენტრია. 1982 წელს იუნესკომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადა.