სტადიონი „ოლიმპ-2“ (ყოფილი „როსსელმაში“) — საფეხბურთო სტადიონი რუსეთში, ქალაქ დონის როსტოვში. აშენდა 1939 წელს. 50-იან წლებში ის იყო საბჭოთა კავშირში სიდიდით მეცხრე სტადიონი: იქ ეტეოდა 32 000 მაყურებელი (ორიარუსიანი ტრიბუნების ხარჯზე, შემდეგ მეორე იარუსი აიღეს). დღეს სტადიონი გაანგარიშებულია 15 840 კაცზე, მინდვრის ზომები კი არის 105х68. იგი აღჭურვილია ბუნებრივი გაზონის გათბობის სისტემით. რეკონსტრუქციის შემდეგ სტადიონზე დაეტევა 30 000 გულშემატკივარი.

ოლიმპ-2

ოლიმპ-2
მდებარეობა რუსეთის დროშა რუსეთი
აშენდა 1930
გაიხსნა 1930
მესაკუთრე როსტოვის ოლქის მთავრობა
ტევადობა 15 840
გუნდები
„როსტოვი“

სტადიონზე დაყენებულია სადრენაჟე სისტემა REHAU RAUPLEN, რომლის საერთო სიგრძეა 1000 მ, დაახლოებით 100 მ სიგრძის საკანალიზაციო მილები AWADUCT და 10 საკანალიზაციო ჭა AWASCHACHT. ბუნებრივი გაზონის გათბობა ხდება REHAU RAUTHERM S სისტემის საშუალებით (გამოყენებულია 35 000 მ მილები).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება