ოლივია კიოლბასა
ოლივია კიოლბასა (პოლ. Oliwia Kiołbasa; დ. 26 აპრილი, 2000, ავგუსტოვი, პოლონეთი) — პოლონელი მოჭადრაკე, საერთაშორისო ოსტატი ქალთა შორის (2016)[1]. ევროპის ქალთა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (2021)
ოლივია კიოლბასა. 2021 წელი | |
ქვეყანა (სპორტი) | პოლონეთი |
---|---|
ეროვნება | პოლონელი |
დაბადების თარიღი | 26 აპრილი, 2000 |
დაბადების ადგილი | ავგუსტოვი, პოლონეთი |
წოდება | საერთაშორისო ოსტატი ქალთა შორის (2016) |
ფიდე რეიტინგი | 2388 (თებერვალი 2022) |
მაქსიმალური რეიტინგი | 2388 (თებერვალი 2022) |
ბიოგრაფია
რედაქტირებაოლივია კიოლბასა 2000 წლის 26 აპრილს ქალაქ ავგუსტოვში დაიბადა. ჭადრაკის თამაში ადრეულ ასაკში ისწავლა და სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ქვეყნის პირველობაზე რამდენიმე მედალი მოიპოვა.
2008 წელს პოლონეთის 8 წლამდელ გოგონებში ვერცხლის მედალი მოიგო. 2010 წელს 10-წლამდელ გოგონებს შორის ქვეყნის ჩემპიონი გახდა. მომდევნო წელს 12 წლამდელებში ბრინჯაო დაიმსახურა. 2012-ში ამავე ასაკობრივ კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. 2013 წელს 16 წლამდელებში დაიმსახურა მესამე ადგილი, 2015 წელს კი 18 წლამდელ გოგონებში გახდა ჩემპიონი[2].
წარმატებით ასპარეზობდა საერთაშორისო შეჯიბრებებზე. 2010 წელს ბათუმში ევროპის 10 წლამდელ გოგონათა ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა და ქალთა შორის ფიდეს ოსტატის წოდებაც მიიღო.
2011 წელს ალბენაში ევროპის 12 წლამდელთა ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიგო.
2014 წელს დურბანში 14 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე კანადელ ციუი ჩოუსთან ერთად პირველ ადგილზე გავიდა, თუმც დამატებითი მაჩვენებლებით მეორე ადგილი მიაკუთვნეს[3].
2016 წლის აპრილში კრაკოვიაში, მანდილოსანთა საერთაშორისო ტურნირზე ქალ დიდოსტატის ნორმა შეასრულა.
2018 წელს რიგაში ევროპის 18 წლამდელთა ჩემპიონატზე მე-2 ადგილზე გავიდა.
2021 წლის აგვისტოს, იასში, ევროპის ქალთა ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან 11 პარტიიდან 7 მოიგო, 2 წააგო, 2 კი ყაიმით დაასრულა და ჩემპიონს ერთი ქულით ჩამორჩა[4].
წლის ბოლოს ვარშავაში მსოფლიოს ჩემპიონატზე, სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში, იასპარეზა. სწრაფში 6 მოიგო, 4 წააგო, ერთი კი ყაიმით დაასრულა და 102 მონაწილეს შორის 29-ე ადგილი ხვდა წილად. ბლიცში 7 მოიგო, 6 წააგო, 4 ყაიმით დაასრულა და 105 მონაწილეს შორის მე-40 ადგილზე გავიდა.
პოლონეთის ნაკრები
რედაქტირებაეროვნულ ნაკრებში 2013 წელს, 13 წლისას ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე უხმეს. გათამაშებას პოლონეთმა უმასპინძლა და კიოლბასამ მეორე ნაკრების, (რომელსაც „პოლონეთის მომავლის“ ნაკრები ერქვა) ღირსება დაიცვა. იგი მეოთზე დაფაზე იჯდა და 5 პარტია ითამაშა, საიდანაც 3 მოიგო, ერთი წააგო და ერთი ყაიმით დაასრულა.
სამჯერ იასპარეზა ევროპის 18-წლამდელთა გუნდურ ჩემპიონატზე (2015, 2016, 2017) და სამივეზე პირველ დაფაზე გამოვიდა.
2015 და 2016 წლებში ინდივიდუალურში ბრინჯაო მოიგო, ხოლო ნაკრები მეორეზე გავიდა. გუნდური ოქრო მოიპოვა 2017 წელს, თუმც ინდივიდუალურში უმედლოდ დარჩა[5].
2021 წელს თერმე-ჩატეჟში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე იასპარეზა, მესამე დაფაზე იჯდა და ნაკრების მსგავსად, ინდივიდუალურშიც მეშვიდეზე გავიდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- https://ratings.fide.com/profile/1154613
- https://www.chessgames.com/perl/chessplayer?pid=148087
- https://www.365chess.com/players/Oliwia_Kiolbasa
- http://www.olimpbase.org/playersu/jvprh5jg.html
- https://players.chessbase.com/en/player/kiolbasa_oliwia/128387
- https://www.chessgames.com/perl/chessplayer?pid=148087