ოლდბოი (2003 წლის ფილმი)
ოლდბოი (კორ. 올드보이) — 2003 წლის სამხრეთ კორეული ნეო-ნუარის ჟანრის მძაფრსიუჟეტიანი თრილერი,[4][5] რომლის რეჟისორი და თანასცენარისტია პარკ ჩან ვუკი. ფილმი ამავე სახელწოდების იაპონურ მანგაზეა დაფუძნებული, რომელიც გარონ ცუჩიას ავტორობით და ნობუაკი მინეგიშის ილუსტრატურობით შეიქმნა. „ოლდბოი“ „შურისძიების“ ტრილოგიის მეორე ნაწილია. მისი წინამორბედი ფილმია „პატივისცემა ბატონი შურისძიების მიმართ“, ხოლო მომდევნო ფილმია „ქალბატონი შურისძიება“.
„ოლდბოი“ | |
---|---|
რეჟისორი | პარკ ჩან ვუკი |
ეფუძნება | „ოლდ ბოი“ |
როლებში |
ჩოი მინ სიკი იო ჯი ტაე |
მონტაჟი | კიმ სანგ ბუმი |
ხანგრძლივობა | 120 წუთი[1] |
ქვეყანა | სამხრეთ კორეა |
ენა | კორეული |
ბიუჯეტი | $3 მილიონი[2] |
შემოსავალი | $15 მილიონი[3] |
წინა | „პატივისცემა ბატონი შურისძიების მიმართ“ |
შემდეგი | „ქალბატონი შურისძიება“ |
ფილმი ო დე სუს შესახებ მოგვითხრობს, რომელიც კერძო საპყრობილეში თხუთმეტწლიანი პატიმრობის შემდეგ მოულოდნელად თავისუფლდება, რის შემდეგაც იგი ცდილობს გაარკვიოს მისი დაპატიმრების მიზეზი და იპოვოს ის ადამიანი, რომელმაც თხუთმეწლიანი სასჯელი მიუსაჯა, რათა შურისძიების წყურვილი დაიკმაყოფილოს.
2004 წლის კანის კინოფესტივალზე „ოლდბოიმ“ გრან პრი დაიმსახურა. ფილმს განსაკუთრებული აღიარება რეჟისორ კვენტინ ტარანტინოსგან ხვდა წილად, რომელიც ფესტივალის მთავარი ჟიური იყო. აშშ-ში ფილმმა დადებითი გამოხმაურება ჰპოვა. კრიტიკოსმა როჯერ ებერტმა აღნიშნა, რომ „ოლდბოი“ ძლიერი ფილმია, არა იმის გამო, რასაც ასახავს, არამედ ადამიანის სულის სიღრმეების ღიად წარმოაჩენს გამო.“ „ოლდბოი“ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ნეო-ნუარის ჟანრის ფილმად მიიჩნევა.
კრიტიკული გამოხმაურება
რედაქტირებაფილმმა კრიტიკოსთაგან ძირითადად დადებითი შეფასებები მიიღო. საიტზე Rotten Tomatoes „ოლდბოის“ 82%-იანი რეიტინგი აქვს,[6] ხოლო საიტზე Metacritic 100-დან 77 ქულითაა შეფასებული.[7]
2008 წელს „ოლდბოი“ ჟურნალ Empire-ის ყველა დროის 500 საუკეთესო ფილმის სიაში 64-ე ადგილზე მოხვდა.[8] ამავე წელს CNN-მა „ოლდბოი“ ყველა დროის საუკეთესო აზიურ ფილმად დაასახელა.[9] 2016 წლის BBC-ის გამოკითხვაში, რომელშიც კინოკრიტიკოსები მონაწილეობდნენ, „ოლდბოი“ XXI საუკუნის 100 საუკეთესო ფილმს შორის 30-ე ადგილზე მოხვდა.[10] 2020 წელს ჟურნალ The Guardian-ის თანამედროვე სამხრეთ კორეული კინოს კლასიკური ფილმების სიაში „ოლდბოი“ მესამე ადგილზე დასახელდა.[11]
ოიდიპოს მეფის ინსპირაცია
რედაქტირებაფილმში მრავლად ვხვდებით ოიდიპოსის მითის ალუზიებს. რეჟისორმა აღნიშნა, რომ მთავარ პერსონაჟს ო დე სუ მაყურებლისთვის ოიდიპოს მეფის მითური პერსონის შეხსენების მიზნით დაარქვა.[12] ფილმის ერთ-ერთ საკულტო კადრში პერსონაჟი იო ჯი ტაე უჩვეულო იოგის პოზას იკავებს, რითაც აპოლონის ცნობილ პოზას იმეორებს, რომელმაც ოიდიპოს მეფის ბედი იწინასწარმეტყველა.[13] ფილმსა და ანტიკურ მითს შორის ცხადი პარალელი შეინიშნება ინცესტის საკითხთან დაკავშირებით. ინცესტის გაცნობიერების შემდეგ ოიდიპოს მეფე თვალებს ითხრის, რათა თავი აარიდოს ჭეშმარიტების დანახვას, ხოლო ო დე სუ ენას იჭრის, რათა ვეღარ შეძლოს სამყაროსთვის ჭეშმარიტების გაცხადება. როგორც ვხედავთ, ორივე პერსონაჟი სიმართლისგან გაქცევას ცდილობს.
აღსანიშნავია, რომ ლი ვუ ჯინი ო დე სუსთან შედარებით ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთმანეთის თანაკლასელები არიან, რაც გვაძლევს კიდევ ერთი პარალელის გავლების საშუალებას, რომლის მიხედვითაც ვუ ჯინი უკვდავ ბერძენ ღმერთად, ხოლო დე სუ უბრალო მოკვდავად წარმოგვიდგება. ბერძნულ მითოლოგიაში ღმერთები ადამიანებს ტანჯავენ, ისევე, როგორც ვუ ჯინი ო დე სუს ტანჯავს. მართლაც, ვუ ჯინი მდიდარი ახალგაზრდაა, რომელიც მკაცრად დაცულ, გარესამყაროსგან იზოლირებულ მაღალ შენობაში ცხოვრობს და ძალაუფლებას ფლობს, რაც კიდევ უფრო ამტკიცებს მისი ბერძენ ღმერთებთან მსგავსების მოსაზრებას.[14]
საინტერესო პერსონაჟია ჰიპნოზისტი, რომელსაც ჰიპნოზის უნარის გარდა ადამიანებს შორის სიყვარულის გაჩენის ძალაც შესწევს, რითაც სიყვარულის ქალღმერთ აფროდიტეს ჰგავს, რომელმაც ელენე და პარისი შეაყვარა ერთმანეთს.[14]
ფილმის ინგლისურენოვან კრიტიკაში ოიდიპოსის მითი მეორეხარისხოვან თემად მიიჩნევა, ხოლო კორეულ კრიტიკაში ცენტრალურ ადგილს იკავებს. ფართოდ მიიჩნევა, რომ ო დე სუ ოიდიპოს მეფის სახეა, თუმცა განსხვავებულ მოსაზრებას გვთავაზობს კრიტიკოსი კიმ კიუნგაე, რომელიც მიიჩნევს, რომ ოიდიპოსის გამომხატველი სახე როგორც ო დე სუს, ისე იო ჯი ტაეს პერსონაჟია.[15]
შემოსავალი
რედაქტირებასამხრეთ კორეაში „ოლდბოი“ 3.26 მილიონმა კინომაყურებელმა ნახა და 2003 წელს ქვეყანაში მეხუთე ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა.[16]
მსოფლიო მასშტაბით ფილმა შემოსავლის სახით ჯამში 14 980 000 დოლარი დააგროვა.[3]
რიმეიკი
რედაქტირებათავდაპირველად „ოლდბოის“ ამერიკული ვერსიის გადაღებას 2008 წელს რეჟისორი სტივენ სპილბერგი უილ სმიტის მონაწილეობით აპირებდა. რეჟისორმა სცენარის დაწერა მარკ პროტესევიჩს დააბარა, თუმცა 2009 წელს ფილმის პროექტი გაუქმდა.[17]
„ოლდბოის“ ამერიკული რიმეიკი 2013 წელს რეჟისორმა სპაიკ ლიმ გადაიღო.[18] ფილმში მთავარ როლს ჯოშ ბროლინი ასრულებს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- „ოლდბოი“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- „ოლდბოი“ — Allmovie-ზე
- „ოლდბოი“ — Rotten Tomatoes
- „ოლდბოი“ — Metacritic-ზე
- „ოლდბოი“ — Box Office Mojo-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Oldboy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 იანვარი 2020. ციტირების თარიღი: 26 March 2018.
- ↑ Oldboy (2003) - Financial Information. ციტირების თარიღი: 16 February 2019.
- ↑ 3.0 3.1 Oldboy (2005). ციტირების თარიღი: 20 May 2008.
- ↑ OLDBOY (2003). British Board of Film Classification.
- ↑ From Mind-Numbing Thrillers To Refreshing Rom-Coms, 15 Korean Movies You Need To Watch ASAP!. Indiatimes (30 March 2019).
- ↑ Oldboy Movie Reviews, Pictures. Rotten Tomatoes. Flixster. ციტირების თარიღი: 22 June 2012.
- ↑ Oldboy (2005): Reviews. Metacritic. CBS interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 მაისი 2008. ციტირების თარიღი: 20 May 2008.
- ↑ „Empire's 500 Greatest Movies Of All Time“. Empire. ციტირების თარიღი: 24 October 2013.
- ↑ CNN: 'Himala' best Asian film in history – INQUIRER.net, Philippine News for Filipinos. Showbizandstyle.inquirer.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 აგვისტო 2015. ციტირების თარიღი: 27 March 2010.
- ↑ The 21st century's 100 greatest films. BBC (23 August 2016). ციტირების თარიღი: 8 November 2016.
- ↑ Bradshaw, Peter. Classics of modern South Korean cinema – ranked!. ციტირების თარიღი: 16 March 2020.
- ↑ "Sympathy for the Old Boy... An Interview with Park Chan Wook" by Choi Aryong
- ↑ IKONEN : Interview Park Chan Wok Old Boy Lady Vengeance JSA Choi Aryong. Ikonenmagazin.de. ციტირების თარიღი: 25 August 2014.
- ↑ 14.0 14.1 Greek tragedy in East Asia: Oldboy (2003).
- ↑ 〈올드보이〉에 나타난 여섯 개의 이미지 – 문학과영상 – 문학과영상학회 : 전자저널 논문. ციტირების თარიღი: 25 August 2014.
- ↑ Korean Movie Reviews for 2003: Save the Green Planet, Memories of Murder, A Tale of Two Sisters, Old Boy, Silmido, and more
- ↑ Kate Aurthur. (30 November 2013) Adapting "Oldboy": Its Screenwriter Talks About Twists And Spoilers. Buzzfeed.com. ციტირების თარიღი: 25 August 2014.
- ↑ „Spike Lee Confirmed to Direct 'Oldboy'“. /Film. 11 July 2011.