ოლგა სკაბეევა
ოლგა ვლადიმერის ასული სკაბეევა (რუს. Ольга Владимировна Скабеева; დ. 11 დეკემბერი, 1984, ვოლჟსკი, ვოლგოგრადის ოლქი, რსფსრ, სსრკ) — რუსი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი. თავის მეუღლესთან, ევგენი პოპოვთან ერთად, ტელეარხზე „Россия-1“ თოქ-შოუს „60 წუთი“ წამყვანია.
ოლგა სკაბეევა | |
---|---|
ოლგა სკაბეევა, 2013 წელი | |
მშობლიური სახელი | О́льга Влади́мировна Скабе́ева |
დაბადების თარიღი |
11 დეკემბერი, 1984 ვოლჟსკი, ვოლგოგრადის ოლქი, რსფსრ, სსრკ |
ეროვნება | რუსი |
მოქალაქეობა | რუსეთი |
საქმიანობა | ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, ტელეჟურნალისტი |
მეუღლე(ები) | ევგენი პოპოვი |
შვილ(ებ)ი | ზახარ პოპოვი (დ. 2014) |
მშობლები |
მამა: ვლადიმერ სკაბეევი დედა: მარინა სკაბეევა |
ჯილდოები | „რუსეთის ოქროს კალამი“, ტეფი (2017, 2018) |
ბიოგრაფია
რედაქტირებაოლგა სკაბეევა დაიბადა 1984 წლის 11 დეკემბერს,[1] ვოლგოგრადის ოლქის ქალაქ ვოლჟსკში[2], აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. საკუთარი ჟურნალისტური კარიერა დაიწყო ადგილობრივ გაზეთში „Неделя города“.
ის სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. სწავლის დროს მუშაობდა პროგრამაში „Вести Санкт-Петербург“. პოტანინის ფონდის სტიპენდიატი იყო.
2007 წელს, დაჯილდოვდა „ოქროს კალმით“ ნომინაციაში „წლის პერსპექტივა“ და სანქტ-პეტერბურგის ადგილობრივი მთავრობის ახალგაზრდული პრემიით.
2008 წელს, კონკურსის, „პროფესია — რეპორტიორის“ ლაურეატი გახდა ნომინაციაში „ჟურნალისტური გამოძიება“.
2008 წელს უნივერსიტეტი წარჩინებით დაამთავრა[3][4] და რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომპანიაში (ВГТРК) მუშაობა დაიწყო, სადაც კორესპონდეტად მუშაობდა პროგრამებზე „Вести“ (ამბები) და „Вести недели“ (კვირის ამბები). ფედერალირ ეთერში მისი პირველი რეპორტაჟი 2008 წლის 2 ივლისს გავიდა.
2015–2016 წლებში, საავტორო პროგრამის „Вести.doc“ წამყვანი იყო ტელეარხზე „Россия-1“[5]. ამ ტელეპროექტში ჟურნალისტური გამოძიება სტუდიურმა დისკუსიებმა ჩაანაცვლეს.
2016 წლის სექტემბრიდან, ტელეარხზე „Россия-1“, თავის მეუღლესთან, ევგენი პოპოვთან ერთად საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს „60 წუთის“ წამყვანია. პროგრამა 60 წუთი მოწოდებულია გახმაურებულ თემებზე სადისკუსიოდ[6].
კრიტიკა
რედაქტირებაოლგა სკაბეევა, თავის რეპორტაჟებში სისტემატუტად აკრიტიკებს რუსულ ოპოზიციას. ტელეკრიტიკოსები, ირინა პეტროვსკაია და სლავა ტაროშინა, მისი რეპორტინგის სტილს აღნიშნავდნენ, როგორც „პროკურორულ-ბრალმდებლური“ ხასიათისას[7]. ასეთი სტილის რეპორტაჟებისთვის, სკაბეევამ ინტერნეტში „პუტინის ტელევიზიის რკინის თოჯინის“ მეტსახელი მიიღო[8][9]. ის პირდაპირ ეთერში, დამამცერებლად მიმართავდა და შეურაცხყოფას აყენებდა პროგრამა „60 წუთის“ მონაწილეებს, ასევე რიგ უკრაინელ პოლიტიკოსს (მაგალითად, უკრაინის გენერალურ პროკურორს, იური ლუცენკოს და უმაღლესი რადის სპიკერს, ანდრეი პარუბის, ეუთოში უკრაინის დელეგაციის წევრებს[10][11]). რუსეთის კომუნისტური პარტიის დეპუტატები, სკაბეევას, ზედმეტად აგრესიულ ანტი-უკრაინულ რიტორიკაში ადანაშაულებენ[12]. მწერალმა და პუბლიცისტმა კირილ ბენედიქტოვმა, თოქ-შოუ „60 წუთის“ ერთ-ერთ ეპიზოდში, სადაც ოლგა სკაბეევამ თანამოსაუბრეს უხამსი სიტყვებით მიმართა, არაპროფესიული საქციელი უწოდა[13].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Приложение к приказу Минобрнауки России от „12“ октября 2007 г. № 281. Список лиц, которым в 2007 году присуждены премии для поддержки талантливой молодежи.
- ↑ Ведущая нового ток-шоу на канале «Россия-1» начинала в газете Волжского. газета «Волгоградская Правда» (2015-09-17). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-02. ციტირების თარიღი: 2016-06-21.
- ↑ Журнал Санкт-Петербургский университет ISSN 1681—1941 / № 10 (3777), 27 июня 2008 года. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-30. ციტირების თარიღი: 2016-06-21.
- ↑ Институт „Высшая школа журналистики и массовых коммуникаций“ СПбГУ. Вручение дипломов 2008
- ↑ Вести.doc О проекте. «Россия-1». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-21. ციტირების თარიღი: 2016-06-21.
- ↑ Ирина Петровская. Как российское ТВ ни злорадствует, а здоровья Хиллари желает დაარქივებული 2016-09-16 საიტზე Wayback Machine. „Новая газета“, № 103 от 16 сентября 2016
- ↑ Человек из телевизора: Ирина Петровская. «Эхо Москвы» (2012-10-17). ციტირების თარიღი: 2016-06-21.
- ↑ "Железная кукла путинского ТВ" стала мемом Рунета › Лениздат.ру. ციტირების თარიღი: 2020-11-16.
- ↑ Analysis: Guide to Russian political talk shows. 3.2. Olga Skabeyeva // BBC
- ↑ Ольга Скабеева против украинской делегации в ПАСЕ: сама нарвалась на отпор? (2019-01-29). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-23. ციტირების თარიღი: 2021-03-26.
- ↑ Жители Челябинска устроили протест у мэрии. На „России-1“ показали, что акции не было „Настоящее время“, 12.12.2018
- ↑ КПРФ обвинила Скабееву и Соловьева в ненависти к Украине
- ↑ ТВ по правилам и без. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019/01/17. ციტატა: „На днях так и случилось в ток-шоу «60 минут»: ведущая Ольга Скабеева назвала гостя программы Никиту Исаева идиотом и потребовала, чтобы он покинул студию. ... Во-первых, профессиональный журналист должен быть тефлоновым. Что бы ни позволяли себе те, с кем он разговаривает, интервьюер обязан сохранять хладнокровие. И на трамвайное хамство ведущий не имеет права ни при каких обстоятельствах.“